თამაზ ლაფერაშვილი დაიბადა 1935 წ. 1960 წელს, დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია მომღერალ სოლისტის კვალიფიკაციით და იმავე წლიდან დაიწყო მუშაობა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად, სადაც 2009 წლამდე იმუშავა. 1973-1975 წლებში სტაჟირებას გადიოდა სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში. სხვადასხვა პერიოდში თ. ლაფერაშვილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გენერალური დირექტორის მოადგილისა და სარეჟისორო სამართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
თ. ლაფერაშვილი ვოკალისტთა საკავშირო კონკურსის და მოსკოვის ახალგაზრდობის და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახლდათ. მან გასტროლებით შემოიარა როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ისე უცხოეთის ქვეყნები, კერძოდ, პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, იუგოსლავია, ავსტრალია და სხვა.
თ. ლაფერაშვილს საოცრად ლამაზი ტემბრის ბანი ჰქონდა. მის მიერ შესრულებული პარტიები დიდი მუსიკალურობითა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით გამოირჩეოდა. თეატრში მუშაობის მანძილზე თ. ლაფერაშვილმა დაუვიწყარი სასცენო პერსონაჟები შექმნა, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა: ბორის გოდუნოვის, პიმენის და ვარლაამის პარტიები მ. მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“; ფილიპი ჯ. ვერდის ოპერაში „დონ კარლოსი“; ლეპორელო ვ.ა.მოცარტის ოპერაში „დონ ჟუანი“; გრემინი და რენე პ.ჩაიკოვსკის ოპერებში „ევგენი ონეგინი“ და „იოლანტა“; რუსლანი გლინკას ოპერაში „რუსლანი და ლიუდმილა“; კონჩაკი ა.ბოროდინის ოპერაში „თავადი იგორი“; დონ ბაზილიო ჯ. როსინის ოპერაში „სევილიელი დალაქი“; მეფისტოფელი შ. გუნოს ოპერაში „ფაუსტი“; დონ პასკუალე გ. დონიცეტის ამავე სახელწოდების ოპერაში და სხვა.
წლების მანძილზე თამაზ ლაფერაშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სპეციალობისა და კამერული მუსიკის განხრით. მის აღზრდილებს შორის არიან რეზო ლაგვილავა (კამერული კლასი), ლადო ათანელი (კამერული კლასი), ნუგზარ გამგებელი (კამერული კლასი), მიხეილ კოლელიშვილი (სპეციალობა), გია გაგნიძე (კამერული კლასი, სპეციალობა) და მრავალი სხვა. თამაზ ლაფერაშვილის აღზრდილები დღესაც ამშვენებენ მსოფლიოს საოპერო სცენებს.